ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსის გაფართოებას. ამ დროისთვის ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩვენ ვისურვებთ, რომ 2016 წლის სამიტის მიზანი ნატო-ს გაფართოება იყოს".
13-14 მაისს ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ გამართული სამიტი უკრაინის და ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა.