დუმბაძე ღარიბაშვილს და ხაბაძეს აკრიტიკებს: უსუსური, არაკომპეტენტური, დაბალი კლასის პოლიტიკოსი

დუმბაძე ღარიბაშვილს და ხაბაძეს აკრიტიკებს: უსუსური, არაკომპეტენტური, დაბალი კლასის პოლიტიკოსი

პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე პრემიერ-მინისტრს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხაბაძისნაირი არაკომპეტენტური მმართველი რეგიონს 1921 წლის მერე არ ჰყოლია. რაც შეეხება ღარიბაშვილის ნაწილს, დუმბაძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში გამოსვლისას მას ერთხელაც არ უხსნებია აჭარის რეგიონი და მისი მთავრობა:

"ის, რაც დღეს აჭარაში ხდება, სრული მარაზმია. ხელისუფლება საბავშვო ბაღიდან მოყვანილმა ერთმა ჯგუფმა ჩაიბარა. "ქართუ ბანკის" ბათუმის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელიც ბუტაფორიული ფიგურაა...

-ბატონ ხაბაძეზე ამბობთ?

- დიახ, ბატონ ხაბაძეზე. მას არავინ არაფერს ეკითხება. ასეთი უსუსური, არაკომპეტენტური, დაბალი კლასის პოლიტიკური მოღვაწე აჭარის ავტონომიას არ ახსოვს 1921 წლიდან. სამთავრობო ცვლილებების დროს ერთხელ მაინც უნდა დამდგარიყო აჭარის ავტონომიის საკითხი. მე მესმის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ მოსწონს ავტონომიის საკითხი, მაგრამ ის არის მოცემულობა. როდესაც ქვეყანაში ერთადერთი ავტონომიაა დარჩენილი, სამთავრობო პროგრამის წარმოთქმის დროს პარლამენტში ერთხელ მაინც უნდა ახსენო და მის მთავრობაზეც უნდა ისაუბრო,"-აცხადებს მურმან დუმბაძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.