მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების საკითხებს განიხილავენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების საკითხებს განიხილავენ

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების საკითხებს განიხილავს. ამის თაობაზე განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

"დღეს გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის არის პროკურატურის რეფორმა, რომელსაც თეა წულუკიანი წარმოადგენს, აგრეთვე, შს სამინისტროს რეფორმა. ჩვენ ორივე კანონპროექტი უნდა გადავუგზავნოთ პარლამენტს, რის შემდეგაც დაიწყება აქტიური განხილვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
ამასთან, პრემიერი მთავრობის სხდომის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და წარმატებები უსურვა. 

"მინდა, პირველ რიგში, მივესალმო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მივესალმო ახალ მინისტრებს - ქალბატონ თინას, ბატონ გიგლას და ბატონ ტარიელს და გისურვოთ წარმატებები", - აღნიშნა პრემიერმა.