რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება და რუსეთ-აფხაზეთს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს. ამის შესახებ კრემლზე დაყრდნობით, "რია ნოვოსტი" იუწყება.

აღნიშნულ შეხვედრაზე "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" 2014 წლის 24 ნოემბრის ე.წ. შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობაზე იმსჯელებენ. აღნიშნული "შეთანხმებით" გათვალისწინებულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სერთო სივრცის შექმნა.
შეხვედრა პუტინის სოჭის რერზიდენციაში გაიმართება.