თავდაცვის მინისტრი ახალ მოადგილეებს დღეს წარადგენს

თავდაცვის მინისტრი ახალ მოადგილეებს დღეს წარადგენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ახალ მოადგილეებს დღეს წარადგენს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ხიდაშელი მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება. 

"სამუშაო განწყობა მაქვს და სხვა არც არაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. პირველი მთავრობის სხდომაა, რომელსაც ვესწრები. რაც შეეხება მოადგილეებს, დღეს ,15:00 საათზე გვექნება წარდგენა და ყველას გელოდებით სამინისტროში", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველიო სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები დღის წესრიგით 41 საკითხს განიხილავენ.