თეა წულუკიანი - მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს

თეა წულუკიანი - მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს

მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა. 
მისი თქმით, კვლევები არის კარგი სამუშაო ინსტრუმენტი. "კვლევებთან დაკავშირებით ვაფიქსირებ ერთი და იგივე პოზიციას - ვთვლი, რომ თუკი კვლევას აქვს რაღაც ცდომილება, ეს ბუნებრივია და ამას კვლევის ავტორები მიგვითითებენ. რომც ჩავთვალოთ, რომ ცდლომილება შეიძლება იყოს მეტი, ყველა კვლევის შედეგს ინტერესით ვუყურებ. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი სამუშაო ინსტრუმენტი. ყველა კვლევა აჩევენებს ტენდენციებს სწორად, ეს შეიძლება ბევრს არ გაუხარდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კვლევებს იმ ხარისხით უნდა ვენდოთ, რამდენადაც რეალისტურები ვართ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთავრობას არ აქვს თავისი ტელევიზია და არ აქვს მედისაშუალება, რომლითაც თავის სათქმელს დაუკვეთავს, მაინც ჩანს, რომ არაერთ სფეროში გატარებულ რეფორმებს ხალხი ხედავს. 

"კვლევებში 33% ამბობს, რომ მე მგონი საქართველო არ იცვლებაო. 22% ამბობს, რომ არასწორ გზაზე დგასო. დანარჩენი ამბობს, რომ სწორ გზაზე დგას ნაწილობრივ ან მთლიანადო. ეს ჩემთვს არის მომავლისთვის კომპასივით. ჩვენი სამინისტრო არის ის სამინისტრო, რომელიც მუშაობს ინსტიტუციებზე და ქვეყნის სწორ გზაზე წაყვანისკენს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი საქმე კეთდება. "ყველაფერი კეთდება სუფთა ხელებით. ვერც ერთ მინისტრს ვერ დაადებთ ხელს, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე რამეშია საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. თითქმის ენთუზიაზმზე მუშაობს თითქმის მთელი კაბინეტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს. "მმართველ ძალას დღეს მხარდაჭერაში უჭირს. იმის თქმა, რომ არაფერი გაკეთდა, არ იქნებოდა მართალი. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე თავს დაგვეცა ის, რაც დაგვეცა. ჩვენ გვიყვარს მტრის ხატის შექმნა და ვიძახოთ, რომ ეს ადამიანი თუ არ იქნება, ლარი გამყარდება. ნებისმიერი კვლევა ამბობს, რომ დღეს სავალალო ვითარებაა რეგიონში შექმნილი", - განაცხადა წულუკიანმა.