გიორგი კვირიკაშვილი:    ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით

ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის პანელზე, რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"ვფიქრობ, არის ერთი დიდი მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირთან გასცდეს ასოცირების ხელშეკრულებას, არ იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით. საქართველოს აქვს კარგი შედეგები და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და იმაზე, რომ ვექტორი არ უნდა შეიცვალოს, ვთანხმდებით როგორც პოლიტიკოსები, ასევე საზოგადოება. არა მგონია, რომ შორს ვიყოთ დასავლეთისგან, თუ კავშირებს გავითვალისწინებთ. ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.