ჩვენი მიზანია, 5-10 წლის განმავლობაში საქართველო საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში აღმოჩნდეს

ჩვენი მიზანია, 5-10 წლის განმავლობაში საქართველო საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში აღმოჩნდეს

ჩვენი მიზანია, რომ 5-10 წლის განმავლობაში საქართველო საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ ნამდვილად ისეთ რეგიონში და გარემოში, რომელიც მერყევია, მაგრამ საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა და ეს არ არის ცარიელი სიტყვები.

ქადაგიძის თქმით, საქართველოს მაკროფუნდამენტალური ასპექტები არის საღი. "საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ვალებშია ჩაფლული. ჩვენი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ფრთხილი და საღია. საქართველოს ეკონომიკას აქვს რა თქმა უნდა, სტრუქტურული პრობლემები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის, რადგან არსებობს ნიშა, რომლის გამოყენებაც შეუძლია ინვესტორს", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, არის ბევრი კომპონენტი საქართველოში, რომელიც ქვეყანას მიმზიდველს ხდის. "5-10 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, რომ საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგში აღმოვჩნდეთ და ამისთვის ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ შეცდომები, უნდა გვქონდეს საღი პოლიტიკა, შეგვიძლია დავპირდეთ ინვესტორებს, რომ ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვექნება", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, იყო გარე შოკები, გარკვეული დევალვაცია და მისი განეიტრალება არის საჭირო. "არის ყველა ნიშანი, რომ უარესი უკან დარჩა და ამ დარტყმის განეიტრალება მოხდა, შეგვიძლია მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ", - აღნიშნა ქადაგიძემ.