საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2015 წლის 15 მაისს, 15:00 საათზე გიწვევთ!!!
ცნობილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ტრავმატოლოგის, აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაზე.
დღის წესრიგი:
საიუბილეო კონფერენციის გახსნა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;
მოხსენება – “აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სამეცნიერო მემკვიდრეობა და ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები” – პროფესორი შადიმან სახვაძე;
აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა;
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ; საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ; პროფესორი ბაადურ ზიმლიცკი ; ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ხაბეიშვილი.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი მიძღვნილი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მისამართი : რუსთაველის გამზ. 52 ; მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზი ; მეხუთე სართული.