მთავრობამ EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია

მთავრობამ EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია

საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის და ეს არის შესაძლებლობა , რომელიც მთავრობამ ბიზნესს მისცა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

აბაშიშვილის თქმით, ახლა უკვე ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბიზნესმენებზე და მათ აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული წინადადებით მოახერხონ უცხოელი კოლეგების დაინტერესება, კავშირების დამყარება, რაც შემდგომში იქნება წყარო ინვესტიციებისთვის.

"თვითონ ის ფაქტი, რომ EBRD-მა გადაწყვიტა, ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ჩაატაროს თავისი ყოველწლიური შეხვედრა, თავისთავად მსოფლიოს უმაღლესი რანგის უმსხვილესი ინვესტორებისთვის არის ძალიან სერიოზული მესიჯი, გამომდინარე იქ-დან, რომ EBRD-ი არ შეარჩევდა ქვეყანას, რომელსაც არა აქვს განვითარების პერსპექტივა, რომელსაც არ აქვს ორიენტირება რეფორმირებზე და რომელსაც არ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ანუ ეს ყველაფერი არის ხაზგასმა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.