ფედერიკა მოგერინი:   ევროკავშირი ნატო-სთან თანამშრომლობას გააძლიერებს

ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ნატო-სთან თანამშრომლობას გააძლიერებს

ევროკავშირი ნატო-სთან თანამშრომლობას გააძლიერებს. ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ირგვლივ კონფლიქტების რაოდენობა იზრდება, საჭიროა ამ ორმა გაერთიანებამ თანამშრომლობა გააღრმავოს.

"ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, მათ შეუძლიათ ზოგიერთ საკითხსა და სექტორში ერთმანეთი შეავსონ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ამასთან, როგორც ევროკომისარმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ბრიუსელს ორგანიზაციებთან ყველა დონეზე მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდეს. მისივე თქმით, საუბარია ახალი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე.