კახა კალაძე მედიას მოუწოდებს, ლარის კურსთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ქაოსს ნუ ქმნის

კახა კალაძე მედიას მოუწოდებს, ლარის კურსთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ქაოსს ნუ ქმნის

ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მედიას მოუწოდებს, ლარის კურსთან დაკავშირებით "მიზანმიმართულ ქაოსს" ნუ ქმნის.

"ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება და ნუ ქმნით მიზანმიმართულად რაღაც ქაოსს", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მინისტრის შეფასებით, ეს კიდევ უფრო დიდ დატყმას აყენებს პროცესს და ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას.

"ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დაიწყოს კურსის გამყარება", - აღნიშნა კალაძემ.