რუსეთმა უნდა დაიჯეროს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს

რუსეთმა უნდა დაიჯეროს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს

ექსოპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს,რომ რუსეთმა უნდა დაიჯეროს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ახალი პოლიტიკური რეალობა აღიაროს. ექსპერტი თვლის, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები "მაღალი დონის" ფორმატში გაგრძელდება, ეს საკითხი უნდა დაისვას ქართული მხარისგან. რაც შეეხება, თავად ამ შეხვედრას, ცისკარიშვილი ამბობს, რომ კარასინისგან ბევრი გაუგებარი განცხადება მოგვისმენია და უახლოეს მომავალში ასეთიო შეხვედრის მოწყობას არ უნდა ველოდეთ:

"არაერთი სრულიად გაუგებარი განცხადება მოგვისმენია კარასინისგან და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასეთი მცდელობა იქნება შეხვედრისა, ეს უნდა იყოს წინასწარ დაანონსებული, მაგრამ არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ასეთ შეხვედრას, რაიმე წინმსწრები სამუშაოები მიმდინარეობდეს. ჩემის აზრით, ერთადერთი თემა საქართველოს მიერ დასმული ამ შეხვედრაზე, უნდა იყოს მოთხოვნა რუსეთის მიმართ, რომ მან აღიაროს ახალი პოლიტიკური რეალობა და დაიჯეროს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს" აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.