აბაშიძის მეშვეობით საქართველოს მთავრობა მონაწილეობს რუსული გეგმის განხორციელებაში

აბაშიძის მეშვეობით საქართველოს მთავრობა მონაწილეობს რუსული გეგმის განხორციელებაში

საპარლამენტო უმცირესობა გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტირებისას ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძე და საქართველოს მთავრობა, ქვეყნის რუსეთის სატელიტად ქცევას ცდილობს:

"განცხადება, რომ თურმე რითი არიან დაკავებული კარასინთან, აჩვენებს, რომ აბაშიძის საუბარი, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფრენები, თუ მინერალური წყლის გასაღება იყო, რბილად რომ ვთქვათ არ შეეფერება სინამდვილეს. იგი მონაწილეობს, მისი მეშვეობით საქართველოს მთავრობა მონაწილეობს რუსული გეგმის, საქართველოს სატელიტად ქცევის განხორციელებაში." განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა.