ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს

ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს

ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისი კომენტარი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ხადურის შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა. მისივე განმარტებით, პირადად მას ამის შესახებ არ სმენია.

"პირველად მესმის, ალბათ შეკითხვა პრემიერ-მინისტრს უნდა დაუსვათ, თუმცა მე ვერ ვხედავ ამის ვერანაირ მიზეზს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.