ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოებით, ხელი შევუწყოთ ცხოვრების დონის ამაღლებას

ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოებით, ხელი შევუწყოთ ცხოვრების დონის ამაღლებას

ჩვენი მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაძებ შეთანხმების სწრაფი განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ამ ხელშეკრულებით იქმნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელიც გვთავაზობს საინვესტიციო და ეკონომიკური ზრდის მრავალმხრივ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა, ცხოვრების დონის ამაღლებას. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს საერთო ევროპულ ოჯახთან.

ჩემი მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სწრაფი განხორციელება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.