პეტრო პოროშენკომ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

პეტრო პოროშენკომ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, საბჭოში ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები შევიდნენ, როგორიცაა შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი, ეკონომისტი ანდერს ასლუნდი, ლიტვის ორგზის პრემიერ-მინისტრი ანდერს კუბილიუსი. ამასთან სააკაშვილის ინფორმაციით, ეს საბჭოს მხოლოდ პირველადი შემადგენლობაა და იგი კიდევ უფრო გაფართოვდება.

"უკრაინის დიდმა მეგობარმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ გამოთქვა სურვილი, საბჭოს შემადგენლობაში შევიდეს; რაც შეეხება სენატორ ჯონ მაკკეინს, მისგან მიღებულია პრინციპული თანხმობა მონაწილეობაზე, რომელმაც დღეს ჩემთან დიალოგში კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა მას ჯერ ოფიციალური ფორმალური პროცედურების დასრულება სჭირდება კონგრესში. კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მოღვაწე აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებას. მიზანი – დაეხმარონ უკრაინას რეფორმების გატარებაში საერთაშორისო არენაზე გრძელვადიანი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოვცემთ მოხსენებას, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი", - წერს მიხეილ საკააშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინსტიტუტთან შექმნილ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.