აქციის მონაწილეები EBRD-ს მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები არ დააფინანსოს

აქციის მონაწილეები EBRD-ს მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები არ დააფინანსოს

რი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები EBRD-ს მოუწოდებენ, არ დააფინანსოს საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების "მწვანე ალტერნატივას" და "მწვანე მუშტის" წარმომადგენლებმა დღეს რუსთაველის თეატრთან, სადაც EBRD-ის ღონისძიება იმართება, აქცია გამართეს. აქციიის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ინგლისურ ენაზე, "EBRD არ დააფინანსო დარიალი", "დარიალმა 10 ადამიანი შეიწირა, ვინ იქნება შემდეგი", "მდინარეები მხოლოდ ელექტროენერგიისათვის არ არის" და სხვა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა განაცხადა, ისინი მიმართავენ EBRD-ს არ დააფინანსოს საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები. მისივე თქმით, ეს პროექტები ძირითადად ინვესტორებისთვის არის მომგებიანი, საქართველოს მოსახლეობა კი ამით ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს. 

აქციის მონაწილეებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე გამართავენ აქციას.