პრორუსმა მებრძოლებმა შესაძლოა, ყირიმისა და ქალაქ მარიუპოლის დამაკავშირებელი ტერიტორიების დაკავება სცადონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გერმანულ ტელეარხ ZDF -თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კიევს არ სურს დონბასში კონფლიქტის გაღვივება, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტს კი ქვეყანაში თავდაცვის გაძლიერება წარმოადგენს.
პეტრო პოროშენკომ შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთი შესაძლოა, დონბასში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიდეს. აღნიშნულს მოსკოვი უარყოფს.
უკრაინის პრეზიდენტი გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდა. მათი დისკუსიის მთავარი თემა რუსეთის ქმედებები და უკრაინის კრიზისი იყო. დასავლელი ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, არ სცადოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაცია