სლოვენიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

სლოვენიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი მიიღეს 69 ხმით, 3-ის წინააღმდეგ.

სლოვენია რიგით 21-ე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.