ადამიანი უნდა ეძებდეს სამსახურს, სამუშაოს, მიწასთან სიახლოვეს და ვისაც უნდა შრომა, ის აუცილებლად ნახავს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განაცხადა.
სოციალური ფონისა და გაჭირვების კონტექსტში წამყვანის დასმულ შეკითხვაზე - სად იპოვონ ამ ადამიანებმა ნუგეში, რა ქნან?, - პატრიარქმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა მთავრობამ, ეკლესიამ და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები ნაკლებად იყოს.
"მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ხალხიც გადაეჩვია შრომას. დედაჩემმა იცოდა თქმა, გვარიგებდა შვილებს, რომ სიღარიბეს ნუ შეეჩვევითო. ამიტომ ადამიანი უნდა ეძებდეს სამსახურს, სამუშაოს, მიწასთან სიახლოვეს და ვისაც უნდა შრომა, ის აუცილებლად ნახავს", - ბრძანა უწმინდესმა.