"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, აბდულ რაჰმან მუსტაფა მუჰამედი, რომელსაც აბუ ალაა ალ-აფრის სახელით იცნობენ, აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ერაყის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ალ-აფრი იერიშების დროს იმ მეჩეთში იმყოფებოდა, რომელიც დაიბობმა. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.

აშშ-ი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშებს თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს.