დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ქართველი გოგონაა

დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ქართველი გოგონაა

დადასტურდა, რომ ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა გაუჩინარებული ქართველი გოგონაა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ავსტრიაში საქართველოს კონსულმა, ლაშა გიგაშვილმა განუცხადა.

გიგაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ იგი ავსტრიის პოლიციას ესაუბრა და მათ დაადგინეს, რომ მდინარეში ნაპოვნი ახალგაზრდა სოფიკო ლოლაშვილია.

"ოჯახის წევრები საქმის კურსში არიან. რაც შეეხება მის საქართველოში გადმოსვენებას, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია", - განაცხადა ლაშა გიგაშვილმა და აღნიშნა, რომ გადმოსვენების პროცესში საკონსულო ჩართულია.

გუშინ უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ახალგაზრდა ქართველი გოგონა დამხრჩვალი იპოვეს.