პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა. პარლამენტმა მთელი დღის განმავლობაში კვორუმის შეკრება ვერ შესძლო. დეპუტატთა რეგისტრაცია ხუთჯერ ჩატარდა და კვორუმი ხუთჯერვე არ შედგა. ბოლო რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, რეგისტრაცია 63-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ როცა, დღის განმავლობაში გამართულ რეგისტრაციის პროცესისას სხდომათა დარბაზში უფრო მეტი დეპუტატი ფიქსირდებოდა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განმარტა, დეპუტატების ნაწილი თბილისში, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკის" ფორუმში მონაწილეობს, რის გამოც ქუთაისში არ იმყოფება, ნაწილი - მივლინებაშია და კვორუმის პრობლემა ამიტომ შეიქმნა.
ამასთან, მისივე თქმით, დეპუტატების ნაწილმა ოპოზიციიდან, რომლებიც დღეს პარლამენტში იყვნენ, რეგისტრაცია ნაწილ-ნაწილ გაიარა – თან იყვნენ დარბაზში და - თან არ იყვნენ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 15 მაისს, 12.00 საათისთვის დაინიშნა.