აჰმეთ დავითოღლუ:   ყირიმის ანექსია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია

აჰმეთ დავითოღლუ: ყირიმის ანექსია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია

თურქეთის მთავრობა სრულად იზიარებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრებას ყირიმის ანექსიის დანაშაულებრივ ხასიათთან მიმართებაში. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ანტალიაში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ იმისათვის, რომ მან საკუთარი უსაფრთხოება გააძლიეროს. ყირიმის ანექსია მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში", - განაცხადა დავუთოღლუმ.

მისივე თქმით, ყირიმის მოსახლეობის იზოლირება დაუშვებელია. "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც იტანჯება. ყირიმელ თათრებთან კავშირების შენარჩუნება და მათი იზოლაციისგან დაცვა აუცილებელია", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

თურქეთსა და რუსეთს შორის კავშირები ამდრომდე თითქმის ნეიტრალური იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერევანში ვიზიტისას 1915 წელს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს გენოციდი უწოდა, ოფიციალური ანკარა მოსკოვის ქმედებების აქტიური კრიტიკით გამოდის.