"ბუნებრივია მაშინ პარტიაც უნდა დატოვო"

თამარ კორძაიას ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" წასვლას უმრავლესობაში უკვე მოყვა შეფასებები. პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ კორძაიას ხშირად ქონდა ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია, რასაც აფიქსირებდა კიდეც:

"ჩემთან პირადად მას ამ თემაზე არ ჰქონია რაიმე ტიპის საუბარი. შესაძლებელია ფრაქციის ხელმძღვანელთან ჰქონდა და ალბათ ჰქონდა, როცა ტოვებდა ფრაქციას. ბუნებრივია მაშინ პარტიაც უნდა დატოვო. იყო საკითხები, რომელზეც მას ჰქონდა განსხვავებული აზრი და საკმაოდ პრინციპულ საკითხებზეც ის აძლევდა ან წინააღმდეგს, ან პირიქით თანხმობას ფრაქციის გადაწყვეტილების საპირისპიროდ. მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი იმისა, რომ ვინმეს ეფიქრა მაგალითად მის გარიცხვაზე." განაცხადა მანანა კობახიძემ.