საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია „კნაუფ“-ის წარმომადგენლობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია „კნაუფ“-ის წარმომადგენლობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და კომპანია „კნაუფ“-ის წარმომადგენელს მიხაელ გლოსს შეხვდა. შეხვედრაზე  საუბრი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე გერმანული ინვესტიციების შესახებ. შეხვედრისას აღინიშნა კომპანია „კნაუფ“-ის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითის შესახებ.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება გერმანული ინვესტიციების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკთხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე კომპანია „კნაუფ“-ის საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.