"ეს კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობას მათი იმედი აღარ აქვს"

საპარლმენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ , რომ NDI-ს კვლევები არის დასტური იმისა, რომ ქვეყანში არის ეკონომიკური კრიზისი, ხელისუფლებას კი არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომრეობიდან.

„NDI-ის კვლევები ადასტურებს ერთს, რომ დღეს საქართველოში ნამდვილად არის ეკონომიკურ კრიზისი, ადასტურებს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არანირი გეგმა არ გააჩნია. შესაბამისად ხალხის ნდობაც ამ კვლევაში კარგად ჩანს. ჩვენ პოლიტიკურ ძალას გააჩნია ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ ხელახნა დამტკიცდა, კვლავაც მოუწევს ამ პრობლემებთან ჭიდილი, მაგრამ მოსახლეობის განწყობა და მოსახლეობის დამოკიდებულება ნთელია. ეს კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობას მათი იმედი აღარ აქვს" განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ტარიელ ლონდარიძემ.