NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი, კვლევების გასაჯაროვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. ლორა ტორნტონიმ შედეგები შეაფასა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ორგანიზაციამ ბოლო გამოკითხავში შეიტანა.
"მოსახლეობა ელოდება ნაბიჯების გადადგმას იმ პრობლემების მოსაგვარებლად რაც მათ წინაშეა. პირველად მოსახლეობის დიდი ნაწილი აფასებს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ეს დიდწილად უკავშირდება ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად ეს არის შესაძლებლობა ყველა პარტიისთვის, პროაქტიურად მიაწოდონ ხმა ყველა ამომრჩეველს. ძალიან დიდია ასპარეზი და შეუძლებელია იმის თქმა ვინ იქნება პოტენციური გამარჯვებული მომავალ არჩევნებში. რაც შეეხება ინსტიტუციებს, პირველად ჩავსვით იუსტიციის სახელები საქმიანობის გაზომვის სიაში და ისინი ტოპ სამეულში მოხვდნენ. რაც შეეხება პოლიციას, ის ინარჩუნებს ადგილს ტოპ ოთხეულში. თუმცა თუ შევხედავთ ადრინდელ კვლევებს, ვხედავთ, რომ პოლიციის საქმიანობის დადებითად შეფასება, არის მნიშვნელოვნად დაკლებული." განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას