არც მე და არც ჩემი პარტია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ

არც მე და არც ჩემი პარტია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ

არც მე და არც ჩემი პარტია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ", – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით განუცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, საკითხზე უმრავლესობაში იმსჯელებენ და შესაბამისად გადაწყვეტილებაც მათ მიერ იქნება მიღებული.

,,კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ჯერჯერობით არავინ მოიაზრება, ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. მე არ ვაპირებ კომიტეტის თვმჯდომარეობის პოსტის დაკავებას. არც მე და არც ჩემი პოლიტიკური პარტია არ აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ სხვაგან შეიძლება პარტიას პრეტენზია ჰქონდეს. ეს საკითხი განიხილება კომპლექსურად. შესაბამისად, იქნება მსჯელობა უმრავლესობაში და როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დღემდე ვაკანტური რჩება. საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარეები ორი კვირის ვადაში უნდა აირჩიოს.