NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, ხოლო 22%-ს არ მოსწონს.

ამავე რეიტინგში, გამოკითხულთა 44%-ს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მოსწონს, 25%-ს არ მოსწონს;

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს, ხოლო 47%-ს არ მოსწონს;

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 26%-ს მოწონს, ხოლო 48%- ს არ მოსწონს;

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი გამოკითხულთა 26%-ს მოსწონს, ხოლო 25%-ს არ მოსწონს.