მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს კვლავ ივანიშვილი იღებს

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს კვლავ ივანიშვილი იღებს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. NDI-ს კითხვას- ეთანხმებიან თუ არა, რომ ივანიშვილი კვლავ გადაწყვეტილების მიმღები პირია ხელისუფლებაში, 59% დაეთანხმა. მათგან 28% აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება.

მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც თანამდებობიდან გადადგა, მხოლოდ 14% ეთანხმება.

არცერთ მოსაზრებას არ დაეთანხმა 4%. გამოკითხულთა 21% კი აცხადებს, რომ არ იცის.