NDI-ის კვლევის მიხედვით, პატრიარქი გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს

NDI-ის კვლევის მიხედვით, პატრიარქი გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს

NDI-ის კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს. პატრიარქი მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ მოსწონს, 6%-ს მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 4%-ს პატრიარქის შესახებ არ სმენია, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

მოწონების რეიტინგში პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს პრეზიდენტს.

კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.