NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. უფრო კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%, კარგად - 32%, საშუალოდ - 14%, ხოლო ცუდად - 1% და ძალიან ცუდად ასევე - 1%.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს საქართველოს ჯარი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, კარგად - 43%, საშუალოდ 36%, ცუდად - 3%.
რეიტინგის სამეულში პირველად მოხვდა იუსტიციის სახლები, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6%, კარგად - 31%, საშუალოდ 40%, ცუდად - 5%.
მეოთხე ადგილზეა საქართველოს პოლიცია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 32%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 1%.
შემდეგ რეიტინგებში მოდიან სახალხო დამცველის აპარატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლოები, მთავარი პროკურატურა. რეიტინგის ბოლო ადგილს საქართველოს პარლამენტი იკავებს. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 52%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 3%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.