NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 52 პროცენტით ლიდერობს. გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. 

მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, დავით უსუფაშვილს – მოწონების რეიტინგი 45%, დავით ბაქრაძეს – 44%-, ირაკლი ღარიბაშვილს – 40%-, კახა კალაძეს – 37%, თინა ხიდაშელს – 33%, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 30%.