გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. უფრო კონკრეტულად რესპოდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ძალიან კარგად მუშაობს", 16%-ის აზრით, "კარგად", 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა კი შეკითხვაზე პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასების რეიტინგს, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას რესპონდენტთა 2% "ძალიან კარგად", 14% - "კარგად", 52% - "საშუალოდ", 16% - "ცუდად", 5% - "ძალიან ცუდად" აფასებს.

პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში კი, აღნიშნული რეიტინგები ასე ნაწილდება: რესპონდენტთა 1%-ის შეფასებით, დავით უსუფაშვილი ძალიან კარგად მუშაობს, 17%-ის აზრით, კარგად, 51% ფიქრობს, რომ "საშუალოდ", 13%-ის აზრით, პარლამენტის სპიკერი ცუდად მუშაობს, 2% კი მის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.