NDI-ის კვლევის მიხედვით,

NDI-ის კვლევის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" 24%-იანი რეიტინგი აქვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 16%

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა". 

რაც შეეხება შეკითხვას, ”ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას”, გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი - მონაწილეობას არ მიიღებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.