ქალაქ კარაჩიში ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა

ქალაქ კარაჩიში ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაშავდა. "როიტერის" ცნობით, ავტობუსით შიიტი მუსლიმანები გადაჰყავდათ. 

როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, დაახლოებით ექვსი შეიარაღებული პირი მოტოციკლით მიუახლოვდა ავტობუსს, გააჩერა ის და ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთა შორის როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც არიან. 

პაკისტანში შიიტი მუსლიმანები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, ხშირად ხდებიან სუნიტი შეიარაღებული პირების თავდასხმის მსხვერპლი. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.