"საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ალიყური მიიღო"

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "არჩევანის" ეთერში ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიულ ქვეყნებთან ურთიერთობებში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

"აზერბაიჯანში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ალიყური მიიღო. მე ვგულისხმობ ალიევის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიღებას. ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლება მანამდე შეხვედროდა საქართველოს ოპოზიციას. ეს იყო აშკარა უპატივცემულობა საქართველოს ხელისუფლებისა. ანალოგიური ნაბიჯები იყო უკრაინის მხრიდანაც და ამას წინ უძღოდა უკრაინის ხელსუფლების დამოკიდებულებაც. ორივე გვევლნება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც ასევე ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ირიბად მისი განწყობაც ამ ყველაფერში აისახება", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.