ავსტრიაში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს

ავსტრიაში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს

ვსტრიის ქალაქ გრაინში, მდინარე დუნაიში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ გამოცემა Nachrichten.at-ი იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საქართველოდან იყო და ავსტრიაში Au-pair-ის პროგრამით მუშაობდა. მისი ვინაობაც დასახელდა. 

თუმცა, ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. დაღუპულის ცხედარი უკვე გაკვეთეს და დაადგინეს, რომ იგი დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა.