1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის

1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის "დინამოს" გამარჯვებას გამოფენა მიეძღვნება

1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის "დინამოს" გამარჯვებას ეროვნულ არქივში სპეციალური გამოფენა მიეძღვნება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე "1981 წლის 13 მაისი - თბილისის "დინამო" უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი" წარმოდგენილი იქნება ტურნირის მატჩების, მათ შორის ფინალის ამსახველი ფოტოები, "დინამოს" მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შარჟები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ამ გამარჯვებას მიეძღვნა, ასევე, იმ თასის ასლი, რომელიც ქართველებმა იენას "კარლ ცაისთან" ფინალური მატჩის მოგებით დაიმსახურეს. 

გამოფენა ორგანიზებულია ეროვნული არქივისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ. ექსპოზიცია 22 მაისამდე გაგრძლდება. დასწრება თავისუფალია.