რუსეთის პრეზიდენტთან გულახდილი შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტთან გულახდილი შეხვედრა გაიმართა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრა გულახდილი იყო. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინას, ირანსა და სირიას.

"ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის ხაზის ღიად შენარჩუნება აშშ-სა და რუსეთს შორის, რადგან ჩვენ აქტუალური გლობალური პრობლემების გადაჭრაზე ვმუშაობთ", - წერს ქერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა დღეს სოჭში შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ქერის ვიზიტით ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას იმედოვნებს, რაზეც, მისი თქმით, დამოკიდებულია გლობალური სტაბილურობა.