გიორგი ქადაგიძე:   EBRD საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

გიორგი ქადაგიძე: EBRD საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

როგორც ქადაგიძემ EBRD-ის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვეტსორი, რომელიც მრავალი წელია საქართველოს და ქართული ეკონომიკის პოპულარიზაციას და მის მხარდაჭერას ეწევა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი სტრატეგია. ჩვენ იმ ფაზაში გადავდივართ, როცა ეროვნული ბანკი რეალური სექტორის დაფინანსებას იწყებს არა ბანკების მეშვეობით, არამედ პირდაპირ. წარმატებული ქართული კომპანიებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობები, მოიზიდონ თანხები პირდაპირ ასეთი ფინანსური ინსტიტუტიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.