მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციული პროცესების მხარდასაჭერად მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციული პროცესების მხარდასაჭერად მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ევოინტეგრაციული პროცესების მხარდასაჭერად მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს.

ამის შესახებ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის თარგმანსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის წვლილს იმ სერიოზულ პროგრესში, რომელიც მისმა ქვეყანამ ნახა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ჩვენ შევთანხმდით, გაგვეორმაგებინა ძალისხმევა, რათა მიგვეღწია პროგრესისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური შესრულება, DCFTA კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მისი დროებითი წინასწარი ფუნქციონირება 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა საქართველოს საექსპორტო მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრესის მიმართულებით მოძრაობას. დღეს ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან დიალოგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მხარდაჭერა ზემოთ ხსენებული პროცესებისადმი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქრთველო იქცევა განვითარებულ ეკრონბომიკურ ქვეყანად", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ტუსკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.