ხელისუფლებას საკუთარ რიგებში ჰყავს ანტიდასავლური განწყობის მქონე ლიდერები

ხელისუფლებას საკუთარ რიგებში ჰყავს ანტიდასავლური განწყობის მქონე ლიდერები

ყველა პროდასავლური ძალა რუსულ და ანტიდასავლურ ძალებს უნდა გაემიჯნოს-ამის შესახებ განცხადება, "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერია NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილს საკუთარ რიგებში ჰყავს ანტიდასავლური განწყობის მქონე ლიდერები პარლამენტში და ეს არის პრობლემა.

"ყველა პროდასავლური ევროპული ძალა უნდა იყოს თანმიმდევრული, მკაფიო და გამიჯნული რუსულ და ანტიდასავლურ ძალებთან, არ უნდა თანამშრომლობდნენ მათთან. ჩვენ კიდევ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელიც თანამდებობებზე ნიშნავს ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს, ხელს უწყობს და სატელიტებად ჰყავს ბურჯანაძე-ივანიშვილის პარტიები და საკუთარ რიგებში ჰყავს ანტიდასავლური განწყობის მქონე ლიდერები პარლამენტში. ეს არის ჩვენი პრობლემა და ამას წერტილი უნდა დავუსვათ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.