ერთი-ორი მინისტრის ცვლილება შეიძლება კიდევაც განხორციელდეს

ერთი-ორი მინისტრის ცვლილება შეიძლება კიდევაც განხორციელდეს

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით მას იმედი აქვს რომ ბოლო სამთავრობო ცვლილებებით მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები დასრულდა. როგორც კობახიძე აცხადებს, თითოეული ასეთი გადაადგილებები საზოგადოებაში გარკვეულ წუხილს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ეცდება ახლად ნდობა გამოცხადებული მთავრობით არჩევნებამდე მივიდეს. ამ განცხადების მიუხედავად კობახიძე ცვლილებებს მაინც არ გამორიცხავს. ,,ერთი ორი მინისტრის ცვლილება შეიძლება კიდევაც მოხდეს, ესეც არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ ეს არ მიგვიყვანს ნდობის გამოცხადების საჭოროებამდე,“ განაცხადა ვიცე-სპიკერმა ,,ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.