თუ სასტუმროში თავისუფალ ნომერს ან რესტორანში ადგილს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ევრობანკს დააბრალოთ

თუ სასტუმროში თავისუფალ ნომერს ან რესტორანში ადგილს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ევრობანკს დააბრალოთ

საქართველო იმსახურებს, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა აქ ჩატარდეს, ვინაიდან თქვენ ხართ ლიდერი საბაზრო ეკონომიკაზე გარდაქმნის პროცესში , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა.

მისი ინფირმაციით, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე დასასწრებად უკვე დარეგისტრირებულია 4000-ზე მეტი მონაწილე.

"ასე რომ, თუ სასტუმროში თავისუფალ ნომერს ან რესტორანში ადგილს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ევრობანკს დააბრალოთ",- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.