ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ჩღღჩ–საქართველო მედიას ხვალ წარუდგენენ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში". კვლევის პრეზენტაცია გაიმართება სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია".
როგორც "ინტერპრესნიუსს" NDI- დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლები და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს ჩღღჩ–საქართველო.