საქართველოში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს

საქართველოში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს

31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია ევროატლანტიკური იდეის პოპულარიზაციის მიზნით.

"მე ვფიქრობ, რომ შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ამ მიმართულების – ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.