"გარე ფაქტორი გარე ფაქტორია, მაგრამ უკვე ..."

საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კვლავ შეკითხვები აქვს და ამ შეკითხვების დასმას ისინი საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი ქადაგიძის წლიური ანგარიშის წარდგენაზე გეგმავენ. ზურაბ ტყემალაძე ქადაგიძეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ინფლაციის შესაჩერებლად დროულად უნდა ჩარეულიყო:

"ბუნებრივია გვექნება კითხვები, საკმაოდ სერიოზული კითხვები. გარე ფაქტორი გარე ფაქტორია, მაგრამ უკვე გარკვეული ზომების მიღება დიდი ხანია იყო საჭირო, რეზერვები უნდა გამოეყენებინა. რა თქმა უნდა რეფინანსირების სესხის პროცენტი ცოტა უფრო ადრე უნდა აეწია, კოორდინაცია ალბათ იყო, მე ვერ გეტყვით, მაგათ ყოველდღიურ ქმედებებს ვერ ვადევნებ თვალ-ყურს, მთავარი ის არის, რომ რაზეც ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი, რაზეც ეროვნული ბანკი ფულადსაკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი და კანონით არის გაწერილი, ბუნებრივია ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება" განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ